VinylMatt Wood, 750 მლ
არტიკული: SS853
35 GEL
მარაგშია
მიწოდება Yandex Go / Bolt · უფასოდ 300 ლარიდან
სალონის პლასტმასის მქრქალი პოლიროლი, 750 მლ
განკუთვნილია ავტომობილის ინტერიერის მასალების – ვინილისა და პლასტმასის – მოვლისთვის. პოლიროლის შემადგენლობაში შედის მაღალხარისხოვანი ემულსიები, რომლებიც უზრუნველყოფს ზედაპირის ბუნებრივი ფერის აღდგენას და უმნიშვნელო დაზიანებების – წვრილი ნაკაწრების, ლაქების, გაცვეთილობის და ა.შ. – შენიღბვას. შენიღბვის ეფექტის ხანგრძლივობა – 2 თვემდე. ანიჭებს ძლიერ ანტისტატიკურ ეფექტს – მტვერი არ ეწებება ზედაპირს და ადვილად შორდება მიკროფიბრის ნაჭრით. პოლიროლის არომატს აქვს ხის, მუსკატისა და ტყავის ნოტები. ეკონომიურია გამოყენებაში.
გამოყენების წესი
წაისვით ღრუბელზე ან მიკროფიბრაზე და გაწმინდეთ სუფთა მშრალი ზედაპირი. დააცადეთ შეშრობა 2–3 წუთი. გააპრიალეთ საშუალების ნარჩენები სუფთა მშრალი მიკროფიბრით.
განზავება
გამოიყენება განუზავებლად.
შემადგენლობა
დემინერალიზებული წყალი, სილიკონის ემულსია, პარაფინული რიგის ნახშირწყალბადები, ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების კომპოზიცია, სურნელი.