NanoGlass
არტიკული: SS100
25 GEL
მარაგშია
მიწოდება Yandex Go / Bolt · უფასოდ 300 ლარიდან
მინის დამცავი ნანოსაფარი K1 (10 მლ) + K2 (10 მლ)
ორკომპონენტიანი ნანოსაფარი მინისთვის — უხილავი აპკი, რომელიც ზედაპირს ანიჭებს ჭუჭყისა და წყლის მოგერიების ძლიერ თვისებებს. დამუშავებულ ზედაპირზე ყალიბდება „ლოტოსის ეფექტი“: დამუშავებულ ნაწილზე მოხვედრილი წყალი გროვდება თითქმის იდეალური სფერული ფორმის წვეთებად, რომლებიც ადვილად ჩამოგორდება ზედაპირიდან და თან მიაქვს ჭუჭყისა და მტვრის ნაწილაკები.
გამოყენების წესი
1) გაწმინდეთ მინის ზედაპირი ცხიმისგან სპირტზე დამზადებული ანტისილიკონი-ცხიმმოცილებლით IPA. 2) შეურიეთ ორი კომპონენტი თანაბარი პროპორციით და ინტენსიურად შეანჯღრიეთ არანაკლებ ერთი წუთისა. 3) მოაპკურეთ საშუალება მინაზე ან გაჟღინთეთ ხელსახოცი და საფუძვლიანად გაზილეთ ნანოსაფარი ზედაპირზე. 4) დაელოდეთ 15 წუთს და გააპრიალეთ სუფთა მიკროფიბრით.
მნიშვნელოვანია!
დამუშავება რეკომენდებულია +15-დან +25 °C-მდე ტემპერატურაზე. არ არის რეკომენდებული მაღალი ტენიანობისას წასმა. შერეული საშუალება შეინახეთ არაუმეტეს 24 საათისა. კომპონენტის შენახვის საგარანტიო ვადა — არანაკლებ 36 თვისა.
განზავება
შეურიეთ ორი კომპონენტი თანაბარი პროპორციით და ინტენსიურად შეანჯღრიეთ არანაკლებ ერთი წუთისა.
შემადგენლობა
K1-ის შემადგენლობა: იზოპროპანოლი, ნანომოდიფიკატორი, პერფტორირებული სილანოლის ოლიგომერები. K2-ის შემადგენლობა: იზოპროპანოლი, წყალი, კატალიზატორი, მარილმჟავა.