IronOFF Gel, 750 მლ

არტიკული: SS753

35 GEL

შეკვეთით

მიწოდება Yandex Go / Bolt · უფასოდ 300 ლარიდან

ნეიტრალური დისკების საწმენდი ინდიკატორით, 750 მლ

განკუთვნილია დისკებიდან და ავტომობილის ძარიდან ლითონის ნაწილაკების, ხუნდების მტვრისა და ჟანგის კვალის უსაფრთხოდ მოსაშორებლად. გელისებრი კონსისტენცია უზრუნველყოფს საწმენდის ხანგრძლივ დაყოვნებას როგორც ჰორიზონტალურ, ისე ვერტიკალურ ზედაპირებზე, რაც ზრდის ჭუჭყზე ზემოქმედების ეფექტურობას. რკინის ნაწილაკებთან და ჟანგთან რეაქციისას საშუალება ბორდოსფრად იღებება და შიგნიდან შლის მათ. რაც უფრო ინტენსიური და სწრაფია შეფერვა, მით მეტია ზედაპირზე სპეციფიკური ჭუჭყი; რაც უფრო სუსტია ინდიკაცია, მით სუფთაა ზედაპირი. შესაფერისია ყველა ტიპის დისკისთვის, მათ შორის ქრომირებული, ანოდირებული და ალუმინის.

გამოყენების წესი

მოაპკურეთ დასამუშავებელ ზედაპირზე გამფრქვევით. დააყოვნეთ ზედაპირზე 5–8 წუთი ისე, რომ საშუალება არ შეშრეს. საფუძვლიანად ჩამორეცხეთ მაღალი წნევის წყლით. ძლიერი ჭუჭყის შემთხვევაში დაყოვნების შემდეგ გამოიყენეთ სპეციალური ფუნჯები და ჯაგრისები. არ წაისვათ ცხელ ზედაპირზე! არ წაისვათ პირდაპირ მზის სხივებზე! არ წაისვათ რკინისა და მისი შენადნობების დაუცველ ელემენტებზე!

განზავება

გამოიყენება განუზავებლად.

შემადგენლობა

წყალი, ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების კომპოზიცია, გლიკოლი, სურნელი. pH 6

IronOFF Gel, 750 მლ — Shine Systems Georgia