IronOFF, 750 მლ

არტიკული: SS907

35 GEL

მარაგშია

მიწოდება Yandex Go / Bolt · უფასოდ 300 ლარიდან

უმჟავო დისკების საწმენდი ინდიკატორით, 750 მლ

უმჟავო, pH-ნეიტრალური საშუალება რეაქციის პროცესის ინდიკაციით დისკებისა და ძარის საწმენდად, რომელიც საშუალებას იძლევა ავტომობილის ექსტერიერის ნებისმიერი ზედაპირი უსაფრთხოდ გაიწმინდოს ხუნდების მტვრისა და ლითონის ნამცეცებისგან. IronOFF-ს აქვს ოპტიმალური კონსისტენცია და ქაფწარმოქმნა ზედაპირზე ხანგრძლივი შეკავებისა და უფრო ეფექტური წმენდისთვის. ადვილად ისმება და ძალიან ეკონომიურია. ჭუჭყთან რეაქციისას საშუალება ბორდოსფრად იღებება, რაც მისი მუშაობის ინდიკატორია — რაც უფრო ინტენსიურია შეფერვა, მით მეტი სპეციფიკური ჭუჭყია ზედაპირზე. უსაფრთხოა საღებავისა და ყველა ტიპის დისკისთვის, მათ შორის ალუმინის, ქრომირებული და ანოდირებული.

გამოყენების წესი

მოაპკურეთ დასამუშავებელ ზედაპირზე გამფრქვევით. დააყოვნეთ ზედაპირზე 5–8 წუთი ისე, რომ საშუალება არ შეშრეს. საფუძვლიანად ჩამორეცხეთ მაღალი წნევის წყლით. ძლიერი ჭუჭყის შემთხვევაში დაყოვნების შემდეგ გამოიყენეთ სპეციალური ფუნჯები და ჯაგრისები. არ წაისვათ ცხელ ზედაპირზე! არ წაისვათ პირდაპირ მზის სხივებზე!

განზავება

გამოიყენება განუზავებლად.

შემადგენლობა

წყალი, ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების კომპოზიცია, გლიკოლი, სურნელი

IronOFF, 750 მლ — Shine Systems Georgia