Glue&StainRemover, 750 მლ

არტიკული: SS878

40 GEL

მარაგშია

მიწოდება Yandex Go / Bolt · უფასოდ 300 ლარიდან

წებოსა და საღებავის ძლიერი საწმენდი, 750 მლ

წებოს, საღებავისა და პოლიმერების პროფესიონალური საწმენდი, განკუთვნილი წებოს ნარჩენებისა და უცხო საღებავის სწრაფად მოსაშორებლად საღებავიდან, მინიდან, ქსოვილიდან და პლასტმასის ზოგიერთი სახეობიდან. ეფექტურად აშორებს საღეჭი რეზინის, რეზინის კვალს, ხის ფისს, საგზაო მონიშვნას, ასევე შესანიშნავად უმკლავდება წებოს ტონირების, სტიკერებისა და სკოჩის მოხსნის შემდეგ. არ გამოიყენოთ სანომრე ნიშნებზე და ლაქით დაუფარავ სხვა შეღებილ ზედაპირებზე! არ გამოიყენოთ საწმენდის მიმართ მგრძნობიარე შიშველ პლასტმასსა და რეზინზე! გამოყენებამდე აუცილებლად შეამოწმეთ ზედაპირის თავსებადობა შეუმჩნეველ ადგილზე!

გამოყენების წესი

გამოყენებამდე შეანჯღრიეთ! წაისვით ზედაპირზე საშუალებით დასველებული მიკროფიბრით და გაწმინდეთ მსუბუქი დაწოლით. მდგრადი ჭუჭყის შემთხვევაში მიადეთ მიკროფიბრა და დააყოვნეთ არაუმეტეს 1 წუთისა ისე, რომ საშუალება არ გაშრეს და არ ჩამოიღვაროს მეზობელ ელემენტებზე. ჩამორეცხეთ საპნიანი წყლით და გაწმინდეთ სუფთა მიკროფიბრით.

განზავება

გამოიყენება განუზავებლად.

შემადგენლობა

ნახშირწყალბადების, რთული ეთერებისა და ორგანული გამხსნელების კომპოზიცია.

Glue&StainRemover, 750 მლ — Shine Systems Georgia