CherryBomb Shampoo, 750 მლ

არტიკული: SS958

25 GEL

მარაგშია

მიწოდება Yandex Go / Bolt · უფასოდ 300 ლარიდან

ხელით რეცხვის ავტოშამპუნი, 750 მლ

პროფესიონალური შამპუნი მაღალი ქაფწარმოქმნით და ნეიტრალური pH-ით იდეალური საშუალებაა როგორც პროფესიონალური, ისე სამოყვარულო გამოყენებისთვის. რეკომენდებულია ძარის რეცხვის მეორე ეტაპზე, უკონტაქტო წინასწარი რეცხვის შემდეგ. ფაქიზად აშორებს სტატიკური ჭუჭყის ნადებს ძარიდან ზედაპირის დაზიანების გარეშე და ამავე დროს ანეიტრალებს ტუტე უკონტაქტო შამპუნების ნარჩენებს. ტენზიდების მაღალი შემცველობის წყალობით აქვს გაძლიერებული სარეცხი უნარი – ღრუბლები, ხელთათმანები და ფუნჯები ჭუჭყს არ აგროვებს და გამოყენების შემდეგ სუფთა რჩება. შამპუნი შეიცავს კოროზიის ინჰიბიტორებს, ქაფის მაღალხარისხოვან სტაბილიზატორებს და შემასქელებლებს, რომლებიც ქაფს დიდხანს აჩერებს ზედაპირზე, და მომვლელ კომპონენტებს, რომლებიც ხანგრძლივი კონტაქტისას იცავს ხელის კანს გაღიზიანებისგან. სამრეცხაოებში გამოყენებისას ბოქსებს ავსებს ალუბლის შესანიშნავი არომატით.

გამოყენების წესი

წყლით განზავების შემდეგ წაისვით ზედაპირზე და დაყოვნებისა და დაწოლის გარეშე გაწმინდეთ ავტომობილი მსხვილფორიანი ღრუბლით ან ხელთათმანით, ეტაპობრივად ძარის ზედა ნაწილებიდან ქვედისკენ. არ დაუშვათ ზედაპირზე გაშრობა! პროცედურის შემდეგ ჩამორეცხეთ წყლით.

განზავება

30–50 მლ 10 ლ წყალზე – ვედროში განზავება 50–100 მლ 1 ლიტრზე – ქაფის კომპლექტი, დოზატორი PROMAX 5–10 მლ 1 ლ წყალზე – ტუმბოიანი გამფრქვევი

შემადგენლობა

წყალი, კომპლექსწარმომქმნელები, ანიონური და არაიონოგენური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების კომპოზიცია, ქაფის სტაბილიზატორები და შემასქელებლები, სურნელი, საღებავი. pH 7

CherryBomb Shampoo, 750 მლ — Shine Systems Georgia