Black Line GentleWash, 750 მლ
არტიკული: SSBL993
25 GEL
მარაგშია
მიწოდება Yandex Go / Bolt · უფასოდ 300 ლარიდან
ფაქიზი შამპუნი უკონტაქტო რეცხვისთვის, 750 მლ
Black Line-ის ხაზის აქტიური შამპუნი უკონტაქტო რეცხვისთვის გამოირჩევა სარეცხი უნარისა და ფაქიზობის ოპტიმალური თანაფარდობით. დაბალანსებული ფორმულისა და რბილი ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების წყალობით ეფექტურად აშორებს ძარიდან გზის ჭუჭყს და ამავე დროს ფრთხილად მოქმედებს როგორც ავტომობილის ექსტერიერის მასალებზე – საღებავი, პლასტმასი, მინები, რეზინები და ა.შ., ისე ადრე წასმულ დამცავ საფარზე – ცვილები, კვარცები, კერამიკა, გამაშავებლები, ანტიწვიმა და ა.შ. რეკომენდებულია ორფაზიანი რეცხვის პირველ ეტაპზე, შემდგომ ხელით რეცხვის შამპუნების გამოყენებით. შეიცავს კოროზიის ინჰიბიტორებს.
გამოყენების წესი
წაისვით გასაწმენდ ზედაპირზე ქაფის ან ემულსიური ხსნარის სახით მითითებული პროპორციების შესაბამისად. მსუბუქი ჭუჭყის დროს დასაშვებია მშრალ ზედაპირზე წასმა მაღალი წნევით წინასწარი ჩამორეცხვის გარეშე. დააყოვნეთ 2–3 წუთი. საფუძვლიანად ჩამორეცხეთ მაღალი წნევის წყლით. არ დაუშვათ ზედაპირზე გაშრობა, ქარიან ამინდში ყურადღებით დააკვირდით შეშრობას! არ წაისვათ ცხელ ზედაპირზე, წინასწარ გააგრილეთ გაცხელებული ძარა წყლით! არ წაისვათ პირდაპირ მზის სხივებზე! გამოყენებამდე შეანჯღრიეთ!
განზავება
1:50–1:100 – ქაფის გენერატორი, სპრეი, ტუმბოიანი გამფრქვევი, DOSATRON 1:5–1:10 – ქაფის კომპლექტი, PROMAX სისტემა
შემადგენლობა
წყალი, ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების კომპოზიცია, კომპლექსწარმომქმნელები, გლიკოლი, სურნელი.