AirLine TirePolish, 400 მლ

არტიკული: SS424

35 GEL

მარაგშია

მიწოდება Yandex Go / Bolt · უფასოდ 300 ლარიდან

გარე პლასტმასისა და რეზინის გამაშავებელი, 400 მლ

განკუთვნილია ავტომობილის ექსტერიერის პლასტმასისა და რეზინის მასალების სწრაფი მოვლისა და შემდგომი კონსერვაციისთვის. დამუშავებულ ზედაპირს ხანგრძლივი დროით ანიჭებს ბუნებრივ, მოვლილ იერს ცხიმიანი ლაქების გარეშე. სწრაფად შეიწოვება, ქმნის ძლიერ ჰიდროფობურ ეფექტს, იცავს დამუშავებულ ელემენტებს შემდგომი დაბინძურებისგან. ხელს უშლის პლასტმასის გახუნებას. აღადგენს კარის სალტეების ელასტიურობას, ზამთარში რეცხვის შემდეგ არ აძლევს მათ ძარაზე მიყინვის საშუალებას. ეკონომიურია გამოყენებაში. აქვს სასიამოვნო სუნი, ანტისტატიკური ეფექტი და გაზრდილი მდგრადობა.

გამოყენების წესი

კარგად შეანჯღრიეთ ბალონი. წაისვით ღრუბელზე (აპლიკატორზე) და შემდეგ პლასტმასის ან რეზინის სუფთა მშრალ ზედაპირზე. რეზინი დაამუშავეთ ორი მიმართულებით – საათის ისრის მიმართულებით და საწინააღმდეგოდ, ზედაპირის თანაბრად გასაჟღენთად. დააცადეთ გაშრობა. სიჭარბე მოაშორეთ მიკროფიბრით. გამოიყენეთ ბალონის +5 °C-ზე მაღალი ტემპერატურისას.

განზავება

გამოიყენება განუზავებლად.

შემადგენლობა

გლიცერინი, სილიციუმორგანული პოლიმერები, არაიონოგენური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, გლიკოლები, სურნელი, ნახშირწყალბადოვანი პროპელენტი.

AirLine TirePolish, 400 მლ — Shine Systems Georgia