AcidCleaner, 5 ლ

არტიკული: SS732

90 GEL

მარაგშია

მიწოდება Yandex Go / Bolt · უფასოდ 300 ლარიდან

უნივერსალური მჟავური საწმენდი, 5 ლ

კონცენტრირებული მჟავური საშუალება ჟანგის, კირის ნადების, ხუნდების მტვრის, კალციუმის ნალექისა და სხვა არაორგანული ჭუჭყის მოსაშორებლად მჟავამედეგი ზედაპირებიდან. ეფექტურად წმენდს შენობების ფასადებს, ღობეებს და ნესტიანი შენობების (სამრეცხაო ბოქსების) ინტერიერს. გამოიყენება დისკების, გამონაბოლქვი მილების და ექსტერიერის სხვა მჟავამედეგი ელემენტების სარეცხად. არ გამოიყენოთ ალუმინის, ანოდირებულ და ქრომირებულ ზედაპირებზე! არ არის განკუთვნილი ძარისა და ძრავის განყოფილების სარეცხად.

გამოყენების წესი

განაზავეთ საშუალება რეკომენდაციის შესაბამისად. წინასწარ უხვად დაასველეთ დასამუშავებელი ზედაპირი სუფთა წყლით. წაისვით ხსნარი გამფრქვევით და დააყოვნეთ 2–3 წუთი. საჭიროების შემთხვევაში დამატებით იმოქმედეთ ჯაგრისით. საფუძვლიანად ჩამორეცხეთ მაღალი წნევით. არ დაუშვათ ზედაპირზე გაშრობა! არ წაისვათ ცხელ ზედაპირზე! არ წაისვათ პირდაპირ მზის სხივებზე! გამოყენებამდე შეამოწმეთ საშუალების თავსებადობა ზედაპირის მასალასთან შეუმჩნეველ ადგილზე!

განზავება

1:3–1:10

შემადგენლობა

წყალი, მინერალური და ორგანული მჟავების ნარევი, ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების კომპოზიცია, სურნელი, საღებავი. pH 0–1

AcidCleaner, 5 ლ — Shine Systems Georgia