პროფესიონალური საწმენდი ნეიტრალური pH-ით განკუთვნილია ყველა ტიპის ნატურალური ტყავის ქიმწმენდისთვის – გლუვი, ანილინის, ზამშის, ნაპას და ა.შ. თავისი მრავალკომპონენტიანობის წყალობით სწრაფად და ეფექტურად წმენდს დაბინძურების ძირითად ტიპებს, ამასთან, გაშრობის შემდეგ ზედაპირი იძენს სირბილეს და სასიამოვნო ხდება შეხებისთვის. საწმენდი შეესაბამება უმაღლეს ეკოლოგიურ სტანდარტებს, აქვს სასიამოვნო არომატი, რომელიც ავლენს ტყავის ბუნებრივ სუნს. შემადგენლობის დელიკატურობა უზრუნველყოფილია ნეიტრალური pH-ით, გამხსნელებისა და ნატურალური ტყავის მიმართ აგრესიული კომპონენტების არარსებობით. ■ გამოყენების ინსტრუქცია: რეკომენდებულია ზედაპირზე ან ჯაგრისის ბეწვზე ქაფის სახით დასატანად ქაფწარმომქმნელის საშუალებით. ზედაპირის ჯაგრისით გაწმენდის შემდეგ აუცილებელია შემადგენლობის ნარჩენების მოწმენდა სუფთა მშრალი მიკროფიბრით. ზედაპირის სრული გაშრობის შემდეგ რეკომენდებულია მისი დამუშავება ტყავის ლოსიონით. გამოყენებამდე შეანჯღრიეთ! ■ შემადგენლობა: სპეციალურად მომზადებული წყალი, ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების კომპოზიცია, კომპლექსწარმომქმნელები.