სოლვენტებისა და სპირტების კომპოზიციაზე დაფუძნებული შემადგენლობა განკუთვნილია ცხიმების, პარაფინების, ცვილების, ზეთების, სილიკონების და სხვა ნივთიერებების მოსაშორებლად ავტომობილის ზედაპირებიდან. პოლირების პროცესში მისი გამოყენება საშუალებას იძლევა ჩამოირეცხოს პასტების შემავსებელი კომპონენტები და გაკონტროლდეს საღებავ-ლაქის საფარის რეალური მდგომარეობა პოლირების ნიღბის ეფექტის გარეშე. უზრუნველყოფს ზედაპირების მომზადებას დამცავი საფარების დასატანად და მათი მომსახურების ვადის გაზრდას, ასევე გამოდგება საღებავ-ლაქის საფარის შეკეთებისას ცხიმის მოსაშორებლად. ■ გამოყენების ინსტრუქცია: დაიტანეთ დასამუშავებელ ზედაპირზე გამფრქვევის საშუალებით. გაწმინდეთ სუფთა მიკროფიბრით შემადგენლობის სრულ აორთქლებამდე. არ დაიტანოთ ცხელ ზედაპირზე! არ დაიტანოთ მზის პირდაპირი სხივების ქვეშ! გამოყენებამდე აუცილებელია მასალების თავსებადობის ტესტის ჩატარება. არ გამოიყენოთ პოლიკარბონატის ზედაპირებზე! გამოიყენება გაუზავებლად. ■ შემადგენლობა: დეარომატიზებული ნახშირწყალბადების კომპოზიცია, სპირტების კომპოზიცია.