აბრაზიული მინის საწმენდი ეფექტურად აშორებს ნებისმიერ დაბინძურებას და მინერალურ ნალექებს. შეიცავს მაღალი ხარისხის აბრაზიულ ნაწილაკებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მინების ღრმა წმენდას და იდეალური გამჭვირვალობის აღდგენას. აქვს სასიამოვნო მწვანე ვაშლის არომატი. საშუალება ვარგისია ნებისმიერი ტიპის მინებისა და სარკეებისთვის. სწრაფად უმკლავდება წყლის ქვას და სხვა დაბინძურებებს, აპრიალებს მცირე ნაკაწრებს და საწმენდების კვალს გასაპრიალებელი მანქანის გამოყენებისას. პროდუქტი იდეალურად ამზადებს მინას შემდგომი დამცავი საფარების (ანტიწვიმა, დამცავი ფირი და ა.შ.) დასატანად. ■ გამოყენების ინსტრუქცია: 1. გამოყენებამდე ინტენსიურად შეანჯღრიეთ ფლაკონი. 2. გამფრქვევის დახმარებით თანაბრად დაიტანეთ მცირე რაოდენობის საშუალება მინის ზედაპირზე. 3. Glass Applicator-ის (SS590) ან Microfiber Sponge-ის (SS871) დახმარებით საფუძვლიანად გაანაწილეთ შემადგენლობა. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია გასაპრიალებელი მანქანის გამოყენება. 4. წმენდის დასრულების შემდეგ ჩამოიბანეთ ზედაპირი წყლით საშუალების ნარჩენების მოსაშორებლად. ■ შემადგენლობა: სპეციალურად მომზადებული წყალი, მყარი მინერალური ნაწილაკების ნარევი, ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, სურნელოვანი დანამატი, საღებავი.