მაღალეფექტური მჟავა საშუალება ავტომობილის ძარისა და დეტალების შესაღებად მოსამზადებლად. აშორებს და გარდაქმნის ჟანგს, ქმნის თუთიის დამცავ ფენას, აუმჯობესებს საღებავებთან და გრუნტებთან შეჭიდებას. შესაფერისია საღებავის მცირე დაზიანებების შესაკეთებლად, ხელს უშლის კოროზიის შემდგომ გავრცელებას. ეკონომიურია გამოყენებაში, უსაფრთხოა ავტომობილის კონსტრუქციებისთვის. ■ გამოყენების ინსტრუქცია: ზედაპირი გაწმინდეთ ფხვიერი და ფენოვანი ჟანგისგან მეტალის ჯაგრისის ან აბრაზიული მასალების გამოყენებით. • გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ • დაასხურეთ დასამუშავებელ ზედაპირზე, ან წაისვით ღრუბლით, ფუნჯით. • 10-15 წუთის შემდეგ ჩამორეცხეთ ზედაპირი გამდინარე წყლით და გაამშრალეთ. • ძლიერი დაბინძურების შემთხვევაში, დაყოვნების შემდეგ გამოიყენეთ სპეციალური ფუნჯები და ჯაგრისები ჟანგის მოსაშორებლად. • საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ დამუშავება. • არ წაისვათ ცხელ ზედაპირზე! არ წაისვათ მზის პირდაპირი სხივების ქვეშ! ■ შემადგენლობა: გაწმენდილი წყალი, არაორგანული მჟავა, ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების კომპლექსი, კოროზიის ინჰიბიტორი