მაღალი კონცენტრაციის უკონტაქტო შამპუნი კოროზიის ინჰიბიტორებით, ფოსფატების შემცველობის გარეშე, განკუთვნილია ავტოტრანსპორტის წინასწარი რეცხვისთვის. ხასიათდება ქაფწარმოქმნის მაღალი დონით და გაძლიერებული რეცხვის უნარით ხისტ წყალში. გამოდგება გამოსაყენებლად როგორც ავტომობილის რეცხვის ორფაზიანი ტექნოლოგიის დროს, ისე ერთეტაპიანი რეცხვისას. დელიკატურია ავტომობილის ძარის ზედაპირების მიმართ.
■ გამოყენების ინსტრუქცია: დაიტანეთ გასაწმენდ ზედაპირზე ქაფის ან ემულსიური ხსნარის სახით მითითებული პროპორციების შესაბამისად. მცირე დაბინძურებისას დასაშვებია მშრალ ზედაპირზე დატანა. ძლიერი დაბინძურების შემთხვევაში, წინასწარ ჩამოარეცხეთ ჭუჭყი წყლის მაღალი წნევით. გააჩერეთ 2-3 წუთი. გულმოდგინედ ჩამოირეცხეთ მაღალი წნევით. არ დაუშვათ ზედაპირზე გაშრობა! არ დაიტანოთ ცხელ ზედაპირზე! არ გამოიყენოთ პირდაპირი მზის სხივების ქვეშ!
■ შემადგენლობა: წყალი, ანიონური და არაიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების კომპოზიცია, კომპლექსწარმომქმნელები, გლიკოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი. pH 12