აქტიური შამპუნი მომატებული ქაფწარმოქმნით. დატანისას წარმოქმნის მკვრივ, კაშკაშა ვარდისფერი ფერის ქაფს, რომელიც დროთა განმავლობაში უფრო ინტენსიური ხდება. ჩამორეცხვის შემდეგ ქაფი უფერულდება, რაც გამორიცხავს როგორც ავტომობილის ზედაპირების, ისე სამრეცხაო ბოქსების იატაკის, კედლებისა და აღჭურვილობის შეღებვის შესაძლებლობას მუდმივი გამოყენების შემთხვევაშიც კი. შემადგენლობა გამოირჩევა განსაკუთრებული დელიკატურობით, რის გამოც ახდენს მინიმალურ ზემოქმედებას ძარაზე მანამდე დატანილ დამცავ საფარებზე (კერამიკა, ვოცკები). რეკომენდებულია თვითმომსახურების სამრეცხაოების, რობოტიზებული სამრეცხაოებისა და პირადი ავტომობილის დამოუკიდებელი რეცხვისთვის. შეიცავს კოროზიის ინჰიბიტორებს. ფოსფატების გარეშე.
■ გამოყენების ინსტრუქცია: გააზავეთ მითითებული პროპორციების შესაბამისად და დაიტანეთ გასაწმენდ ზედაპირზე ქაფის სახით. მცირე დაბინძურებისას დასაშვებია მშრალ ზედაპირზე დატანა. ძლიერი დაბინძურების შემთხვევაში, წინასწარ ჩამოარეცხეთ ჭუჭყი წყლის მაღალი წნევით. გააჩერეთ 2-3 წუთი. გულმოდგინედ ჩამოირეცხეთ მაღალი წნევით. არ დაუშვათ ზედაპირზე გაშრობა! არ დაიტანოთ ცხელ ზედაპირზე! არ გამოიყენოთ პირდაპირი მზის სხივების ქვეშ!
■ შემადგენლობა: წყალი, ანიონური და არაიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების კომპოზიცია, კომპლექსწარმომქმნელები, გლიკოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი.