განკუთვნილია ავტომობილის ინტერიერის მასალების – ვინილისა და პლასტმასის – მოსავლელად. პოლიროლის შემადგენლობაში შედის მაღალი ხარისხის ემულსიები, რომლებიც უზრუნველყოფენ ზედაპირის ბუნებრივი ფერის აღდგენას და მცირე დაზიანებების – წვრილი ნაკაწრების, ლაქების, გაცვეთილობის და ა.შ. – შენიღბვას. შენიღბვის ეფექტის ხანგრძლივობა – 2 თვემდე. ანიჭებს ძლიერ ანტისტატიკურ ეფექტს – მტვერი არ ეკრობა ზედაპირს და ადვილად იწმინდება მიკროფიბრის ქსოვილით. პოლიროლის არომატს აქვს ხის, მუსკატის და ტყავის ნოტები. ეკონომიურია გამოყენებაში. ■ გამოყენების ინსტრუქცია: დაიტანეთ ღრუბელზე ან მიკროფიბრაზე, მოწმინდეთ სუფთა მშრალი ზედაპირი. გააჩერეთ გასაშრობად 2-3 წუთი. გააპრიალეთ შემადგენლობის ნარჩენები სუფთა მშრალი მიკროფიბრით. ■ შემადგენლობა: დემინერალიზებული წყალი, სილიკონის ემულსია, პარაფინის რიგის ნახშირწყალბადები, ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების კომპოზიცია, სურნელოვანი დანამატი.