პროფესიონალური საწმენდი-კონდიციონერი ნეიტრალური pH-ით განკუთვნილია ინტერიერის დელიკატური ზედაპირების ქიმწმენდისთვის. თავისი მრავალკომპონენტიანობისა და მაღალი კონცენტრაციის წყალობით სწრაფად და ეფექტურად წმენდს დაბინძურების ძირითად ტიპებს. შემადგენლობაში შემავალი სპეციალური კომპონენტები ტექსტილის ზედაპირებს გაშრობის შემდეგ რბილსა და სასიამოვნოს ხდის შეხებისთვის, ხელს უშლის ბოჭკოების „შეწებებას“. ნეიტრალური pH საშუალებას იძლევა ფრთხილად და ამავდროულად ეფექტურად გაწმინდოთ ტყავის და ზამშის ზედაპირები. ასევე რეკომენდებულია მისი გამოყენება, როგორც ფინალური საწმენდი ტუტე შემადგენლობების გამოყენების შემდეგ მათი ნეიტრალიზაციისა და ზედაპირების კონდიცირებისთვის. არ ტოვებს კვალს და ლაქებს. ■ გამოყენების ინსტრუქცია: დაიტანეთ ზედაპირზე, გააჩერეთ 1-5 წუთი, არ დაუშვათ გამოშრობა, მოწმინდეთ მიკროფიბრით, ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ■ შემადგენლობა: სპეციალურად მომზადებული წყალი, ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების კომპოზიცია, კომპლექსწარმომქმნელები, საღებავი, სურნელოვანი დანამატი. pH 7